სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით გრიგორიადისი ცხელ კვალზე მას შემდეგ აიყვანეს, რაც ის თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის თანამშრომლებს მოკვლით დაემუქრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი ორი წლის წინაც იყო დაკავებული, საპროტესტო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლის გამო, მისჯილი ჰქონდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მოგვიანებით ის სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.