13 აგვისტო 2026,   01:32
ვრცლად
დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და გამოვიყენებთ, ჩვენ არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა თბილისში შევხვდეთ მას - მაკა ბოჭორიშვილი

მეორე დღეა პაველ ჰერჩინსკის განცხადება პოლიტიკური განხილვის თემაა. მმართველმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ ღია მუქარა, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა. ორი დღის წინ, პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, დიპლომატიურ უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირების დიპლომატიური გზები აქვს და ჰერჩინსის თბილისში აუცილებლად შეხვდებიან.

"დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, ჩვენ მას გამოვიყენებთ. ჩვენ არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა თბილისში შევხვდეთ მას, როდესაც ის ბრიუსელიდან დაბრუნდება. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ჩვენთვის შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოსთან და შემაშფოთებელია მუდმივად უგულებელყოფა ქართველი ხალხის ინტერესების და არჩევანის. მაშინ, როდესაც ასე ხშირად ხდება ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება და ახლაც გვესმის ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები