07 აგვისტო 2026,   14:03
ვრცლად
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონში წირვას აღავლენს, შემდეგ კი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან, ხვალ 40 დღე სრულდება. სიონის ტაძარში დაგეგმილ შესაბამის მსახურებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს. 

"ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან.

ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

დღის ამბები