აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ მათი მხრიდან ირანული პორტების ბლოკადა მხოლოდ ძლიერდება და გლობალურ მასშტაბებს იღებს, ირანი კი არასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს.
"ოპერაცია "ეპიკური მრისხანება“ გადამწყვეტ სამხედრო შედეგებს იძლევა“, - განაცხადა ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ირანს მნიშვნელოვანი არჩევანი აქვს - შანსი, დადოს შეთანხმება, კარგი, გონივრული შეთანხმება. ამ ძალისხმევის ფარგლებში, შეერთებულმა შტატებმა დააწესა მკაცრი ბლოკადა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრდება. ომანის ყურიდან ღია ოკეანემდე, ჩვენი საზღვაო ფლოტი ამ ბლოკადას ყოყმანისა და ბოდიშის მოხდის გარეშე ახორციელებს“, - თქვა ჰეგსეთმა.