07 აგვისტო 2026,   17:26
ვრცლად
სამტრედიაში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილაგანში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ამოღებულია თხმელას სახეობის 2 ერთეული მორი და ნახევარი კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

დღის ამბები