10 აგვისტო 2026,   16:15
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში გრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში გრძელდება.

"დელფოსის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს პირველმა დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში თემაზე – "დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს“.

დელფოში იმყოფებიან გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, ყოფილი ევროკომისარი დიმიტროს ავრა - მოპულოსი და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი. სამუშაო ვახშმის დაწყებამდე, მაკა ბოჭორიშვილსა და მარტა კოსს შორის შედგა კომუნიკაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე სახელწოდებით – "ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“. მინისტრი ასევე, მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის რეგიონულ და გლობალურ სისტემაში.

დღის ამბები