12 აგვისტო 2026,   19:04
ვრცლად
"ტრამპის მარშრუტი" და საქართველო - ვაშინგტონი რეგიონში ახალ სტრატეგიულ პროექტებს იწყებს

"ევრონიუსი" სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მნიშვნელოვან გეო ეკონომიკურ ძვრებზე ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს. სტატიაში წერია, რომ შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპზე გადადიან. მასშტაბური პროექტი კი პირდაპირ ეყრდნობა რეგიონის სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, სადაც საქართველოს ცენტრალური დამაკავშირებელი რგოლის სტატუსი აქვს.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს სამ ძირითად მიმართულებაზე, რაც საქართველოს ტერიტორიული და სტრატეგიულ ინტერესია. "შუა დერეფნის" მოდერნიზაცია: ახალი გეგმის თანახმად, ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და ევროპაში აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შევა.

"ევრონიუსი" ხაზს უსვამს, რომ არსებული ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, საქართველო რჩება საკვანძო სატრანზიტო სახელმწიფოდ, რაც მას ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოების მთავარ საყრდენად აქცევს. სტატიაში ასევე საუბარია „მწვანე ენერგიის დერეფნებზე“ და პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირებას ევროპაში. ეს საქართველოს, მისი სატრანზიტო პროფილიდან გამომდინარე, ევროპის ენერგობაზრის უშუალო მონაწილედ აყალიბებს.

"ევრონიუსი" აღნიშნავს, რომ ამერიკული მხარე მხოლოდ ენერგეტიკით არ შემოიფარგლება, რაც , გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განახლებასა და მის დასავლური უსაფრთხოების სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას.

დღის ამბები