საქართველოს ელჩმა საბერძნეთში ლევან ბერიძემ, "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე" საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ფორუმში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე გაიმართება მსჯელობა, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.
ორი დღის მანძილზე მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საპანელო დისკუსიებში, სადაც ისაუბრებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ზოგადად ქვეყნის მიზნებზე და ხაზს გაუსვამს საქართველოს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს. საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამტარიანობის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველო კიდევ უფრო მეტ როლს ითამაშებს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, დღევანდელი ფორუმი მოგვცემს საშუალებას და იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ამ თემებზე მინისტრი შეძლებს დისკუსიის გამართვას," - აცხადებს ლევან ბერიძე.