აგროსექტორის მხარდაჭერა, ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება - თანადაფინანსების სახელმწიფო ახალი პროგრამა ფერმერების საქმიანობას უფრო წარმატებულს გახდის. ბენეფიციართა შერჩევა წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმებით მოხდება, რაც პროცესის სამართლიანობასთან ერთად, მის ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
სოფლის მეურნეობა რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, საუბრობს პრემიერ-მინისტრი. აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროდუქციის დამზადება გაორმაგებულია და 8,5 მეათედ მილიარდ ლარს აჭარბებს. პრემიერის თქმით, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგიც, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.
სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ახალი პროგრამა აგროსექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებულ მოდელს ითვალისწინებს. მინისტრი ბოლო წლებში სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგებზე საუბრობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროგრამის ფარგლებში თანამედროვე მექანიზმების დანერგვასთან ერთად, განვითარდება მონაცემთა ბაზები და მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება.