07 აგვისტო 2026,   03:34
ვრცლად
2009 წლის შემდეგ პირველად, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, მოცარტის დონ ჯოვანის პრემიერა შედგა

2009 წლის შემდეგ პირველად, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, მოცარტის დონ ჯოვანის პრემიერა შედგება.

სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი.

"დონ ჯოვანი" მოცარტმა ლორენცო და პონტეს ლიბრეტოს მიხედვით დაწერა. ოპერის პრემიერა 1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღის „წოდებათა“ თეატრში შედგა.

თავად კომპოზიტორი ამბობდა რომ სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. გადმოცემის თანახმად „დონ ჯოვანიზე“ მუშაობისას მოცარტი და ლიბრეტისტი და პონტე პრაღაში ხვდებოდნენ კაზანოვას. სწორედ ის ყოფილა მათი კონსულტანტი.

სიუჟეტს საფუძვლად უდევს ძველებური ლეგენდა დონ ჯოვანიზე - თავგადასავლების მაძიებელ, თავხედ, თამამ და მოხერხებულ ქალების მაცდურ მამაკაცზე. შუა საუკუნეების ესპანეთში აღმოცენებულმა ამ ლეგენდამ დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის მრავალ ქვეყანაში. დღეს პირველი საპრემიერო დღეა. საპრემიერო ჩვენებებზე დასწრება მაყურებელს 23, 24, 25, 26 აპრილის ჩათვლით შეუძლია.

დღის ამბები