ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა, ევროპული ქვეყნების ელჩები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფაზე წინასწარ შეთანხმდნენ.
დოკუმენტების ხელმოწერის ფორმალური პროცედურა დღეს უნდა დასრულდეს.
ევროპული და უკრაინული მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრედიტის გამოყოფა უკვე დამტკიცებულია, თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ცნობისთვის, უკრაინისთვის სესხის დამტკიცებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებოდნენ და მათი თანხმობის პირობად "დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენას ასახელებდნენ. დღეს უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.