დნიპროში ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. რუსეთის ძალებმა ქალაქი დრონებით და რაკეტებით დაბომბეს. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია რვა, მათ შორის ორი ბავშვია.
ერთ-ერთი დარტყმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, რის შემდეგაც რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის არმიის სამხედროებმა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში 100-ზე მეტი დრონი გაუშვეს ხარკოვის ოლქის მიმართულებით.
მასირებულ შეტევებს, მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. სუმის ოლქში კი იერიშების შედეგად 39 ადამიანი დაშავდა მათ შორის 25 ბავშვია.