მოძრაობა "ნაბიჯის" წევრი ლუკა ჭოხონელიძე დიღმის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად, გამოკითხვაზე მას შემდეგ მივიდა, რაც ოპოზიციონერმა აქტივისტმა ალბი კორძაიამ ის საჯაროდ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. ლუკა ჭოხონელიძე ბრალდებებს უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს.
საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა მძიმე ბრალდებების ავტორი ალბი კორძაიაც. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი ოპოზიციონერი აქტივისტი - მარიამ მეყანწიშვილიც. მედიასთან კომენტარზე უარი თქვეს, თუმცა რამდენიმე საათით ადრე ალბი კორძაიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ ლუკა ჭოხონელიძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამომძიებლების შეკითხვებს დღეს კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მარიამ მეყანწიშვილმა უპასუხა.
ალბი კორძაიას ფეისბუკ სტატუსმა ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. სოციალურ ქსელში აქტივისტთა ნაწილი მხარდაჭერას ბრალდებულს, ნაწილი კი მბრალდებელს უცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 137-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნანა გოგატაძე