საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor-ი ბრუნდება. 15 ივნისიდან ავიაკომპანია ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ ფრენებს შეასრულებს.
სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 5 ავიაკომპანია 32 სიხშირით შეასრულებს.
მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი, ფრანკფურტის საავიაციო ჰაბის გავლით, ისარგებლონ მოსახერხებელი კავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობისთვის.