02 აგვისტო 2026,   16:21
ვრცლად
გუნდი და თანამედროვე მედიკამენტები - ამ ორის გარეშე დაავადების დამარცხება შეუძლებელია - თაკო გოგოლაძე

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებს და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ. ორგანიზაციამ "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბრიფინგზე ითქვა, იმის მიუხედავად რომ მედიკამენტები კვლევის დასრულების ფაზაშია, მშობლების მოთხოვნა დასაბუთებულია.

ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მედიკამენტების, რომლებიც დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, მიღების შემდგომი პროცესების მართვა გუნდის გარეშე შეუძლებელია.

"გუნდი, რა თქმა უნდა, აუცილებელია და გადამრჩენია ჩვენი შვილების, იმიტომ, რომ მედიკამენტებს, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, გუნდის გარეშე წარმოუდგენელია ამ პროცესების მართვა, რადგან ეს არის საბაზისო სტანდარტი, განვითარებულ ქვეყნებში გუნდის არსებობა. ამ საჭირო მედიკამენტების წვდომის გარეშე, მხოლოდ გუნდის არსებობა ნამდვილად ვერ შეცვლის იმას, რომ ამ ბავშვების სიცოცხლე საგრძნობლად გახანგრძლივდება. გუნდი და ამასთან ერთად თანამედროვე მედიკამენტები, ამ ორის გარეშე ამ დაავადების დამარცხება შეუძლებელია," - თაკო გოგოლაძე.

დღის ამბები