18 ივნისი 2026,   22:33
ვრცლად
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოლაპარაკებების დასრულებამდე გაახანგრძლივებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მანამ გაახანგრძლივებს, სანამ ირანი კონფლიქტის სამუდამოდ დასრულების შესახებ წინადადებას არ წარადგენს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის. ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის მოთხოვნით მოგვმართეს, ირანზე თავდასხმა შევაჩეროთ მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ," - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მან თქვა, რომ ამერიკელ სამხედროებს დაავალა, "გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა ასპექტში მზადყოფნაში დარჩნენ". 

დღის ამბები