"ჰეზბოლა" აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა.
დღეს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ "ჰეზბოლამ" სამხრეთ ლიბანში მოქმედი ძალების მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა.
ისრაელის სამხედრო ძალებმა აღნიშნეს, რომ მათ თავდასხმა განახორციელეს იმ გამშვებ ობიექტზე, საიდანაც რაკეტები ისროლეს.
ისრაელის ელჩი აშშ-ში აცხადებს, რომ "ჰეზბოლა" არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აღნიშნავს: "ჩვენ დავიცავთ თავს მათგან, ვინც ცდილობს დასახიჩრებას, მკვლელობას და მშვიდობის თავიდან აცილებას".