06 აგვისტო 2026,   19:27
ვრცლად
ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება - ზღვისპირა ზოლზე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასრულებს

ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება. ადგილობრივები ამბობენ, რომ შავი ზღვის ზოლის განვითარება ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის და ტერიტორიას საზღვაო ტურისტულ ცენტრად აქცევს.

ზღვისპირა ზოლზე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასრულებს. მინისტრი ამბობს, რომ პროექტის განხორციელება რეგიონში ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად, სამუშაო ადგილებს გაზრდის.

მრავალფუნქციური სივრცეების განვითარება, საბავშვო, სპორტული, კულტურული და დასასვენებელი ზონების მოწყობა 65 ჰექტარ ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

იგეგმება საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობაც. არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის განახლება. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სანაპირო ზოლის განვითარებით ანაკლია-განმუხური ახალი ტურისტული მიმართულება გახდება.

სამეგრელოს რეგიონში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვასა და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე საუბრობენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღია სცენის და დამატებითი რეკრეაციული სივრცეების მოწყობაც. ამ დროისთვის განმუხურის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს ეროზირებული მონაკვეთის გამაგრება და აღდგენა. სანაპირო ზოლის ტურისტული განვითარების დეტალური პროექტის დამუშავების შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება.

დღის ამბები