გაუპატიურების ბრალდება - დღეს გამოქვეყნდა ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის პოსტი, რომელიც მეორე აქტივისტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, თუმცა არ ასახელებს ვინ იყო ლუკა ჭოხონელიძის მსხვერპლი.
"ფეისბუკ" სტატუსში საუბარია ორგანიზაცია "ნაბიჯის" ოფისში მომხდარ სავარაუდო ფაქტზე, თუმცა ბრალდების ადრესატი "კურიერთან" საუბარში კატეგორიულად უარყოფს ძალადობას და აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ალბი კორძაიას მიმართ.
"ეჭვი მაქვს, ორგანიზებული ხომ არ არის ეს თავდასხმა ამ ადამიანის მხრიდან. მხოლოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი, რომ ნებისმიერი ბრალდების ფასს გადაიხდის ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ინსტანციაში. ბრალდების სიმძიმეს ვერ მასწავლით, მით უმეტეს ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე. ჩემთვის ნებისმიერი ინსტანცია იქნება მისაღები, რათა დავამტკიცო ჩემი სიმართლე. ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ,"- აცხადებს ლუკა ჭოხონელიძე.