ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბათუმის ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის პროექტი, რომელიც მთელ საქართველოს აერთიანებს.
ივნისის დასაწყისში, ბათუმი 1200-მდე მოზარდს უმასპინძლებს. 14-დან 17 წლამდე ასაკის სპორტსმენები 12 რეგიონიდან ჩამოვლენ, რათა სპორტის 17 სახეობაში საკუთარი შესაძლებლობები გამოცადონ.
გახსნის ცერემონია ახალ საფეხბურთო სტადიონზე იქნება, ფესტივალი კი ბულვარში დაიხურება.