ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც დღეს, პაკისტანში, პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე გაემგზავრებიან, არის სტივ ვიტკოფი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დიდი ხნის მეგობარი, - წერს CNN-ი.
როგორც მედია წერს, ვიტკოფმა მონაწილეობა მიიღო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში და ასევე, სცადა რუსეთის ომის დასრულება უკრაინაში, არაერთხელ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუმცა უშედეგოდ.
"არავინ არის მასზე უკეთ შესაფერისი ახლო აღმოსავლეთში, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვისთვის. მისი უნარი, მიაღწიოს გარიგებებს და წარმატებას მიაღწიოს რთულ მოლაპარაკებებში შეუდარებელია და ამერიკა მისი შრომისმოყვარეობით მოიგებს“, - თქვა ტრამპ უმცროსმა ვიტკოფზე საუბრისას.