18 ივნისი 2026,   14:31
ვრცლად
ევროკავშირის ენერგეტიკის კომისრის თქმით, ევროპას ირანის კრიზისის გამო რთული ზაფხული ელის

მომავალი ზაფხული ევროპისთვის რთული იქნება ომის შედეგად გამოწვეული საწვავის დეფიციტისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო, განაცხადა ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, დენ იორგენსენმა, - წერს Reuters-ი.

იორგენსენმა მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი ამზადებს ზომებს, საავიაციო საწვავის მარაგებზე ომის ზემოქმედების შესამცირებლად.

"საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გადავანაწილოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენს ხელთ არსებული საავიაციო საწვავის რესურსები“, - თქვა იორგენსენმა.

ცნობისთვის, ევროპულმა ავიაკომპანიებმა, ირანთან ომის შედეგად საავიაციო საწვავის რამდენიმეკვირიანი დეფიციტის შესახებ განაცხადეს. ევროპაში საავიაციო საწვავის მარაგის დაახლოებით 75%, სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან მოდის.

დღის ამბები