18 ივნისი 2026,   15:42
ვრცლად
სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის დელეგაცია პაკისტანში ჯერ არ გამგზავრებულა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ირანის არცერთი დელეგაცია პაკისტანში შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჯერ არ ჩასულა.

არხმა უარყო საერთაშორისო მედიის ინფორმაცია ირანის დელეგაციის ისლამაბადში ჩასვლისა და აშშ-ირანის მოლაპარაკებების გრაფიკის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო IRIB-მა აღნიშნა, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა კვირა დღიდან არაერთხელ განაცხადეს, რომ თეირანი მოლაპარაკებებს მუქარის ქვეშ და მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში დამოკიდებული იქნება აშშ-ის ქცევისა და პოზიციის შეცვლაზე.

 

დღის ამბები