გორის მუნიციპალიტეტში, ფერმერებთან საირიგაციო მომსახურების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა საირიგაციო მომსახურების სუბსიდირების არსებული სქემა და წყალსარგებლობის განრიგის დროულად შეთანხმების მნიშვნელობა იყო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომხმარებლების მხრიდან კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება უზრუნველყოფს წყლის რესურსების უფრო ეფექტიან მართვას, სამართლიან განაწილებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილურ, გარანტირებულ მორწყვას.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სარწყავ სეზონთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ გზებზე.