18 ივნისი 2026,   11:51
ვრცლად
"ჰორმუზის სრუტეში არსებული არასტაბილური ვითარება აშშ-ის აგრესიით არის გამოწვეული" - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეერთებული შტატები "აგრესიაში" დაადანაშაულა, რამაც, მისი აზრით, ჰორმუზის სრუტეში არსებული "საშიში სიტუაცია“ გამოიწვია - ამის შესახებ CNN-ი წერს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ორშაბათს, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი "ჰორმუზის სრუტეში არსებულ არასტაბილურ ვითარებას აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის შედეგად თვლის".

"სხვა ქვეყნების კუთვნილი გემების ჰორმუზის სრუტეში გავლა ირანის კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინაციით ხორციელდება“, - დასძინა არაღჩიმ.

როგორც CNN-ი, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით წერს, სატელეფონო საუბრის დროს, ლავროვმა „ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისა და ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული შეტაკებების განახლების თავიდან აცილების აუცილებლობას“.

დღის ამბები