"დიფ სთეითის" უცვლელი ხელწერა და ბრძოლა სუვერენულ ერებთან, რომელთაც ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება მართავს. ასე აღწერს ზაზა შათირიშვილი იმ რეალობას, რომელიც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ფილოსოფოსის განმარტებით, ბუდაპეშტში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი გახადა როგორ დაისახეს მიზნად დონალდ ტრამპმა და მისმა ოლიგარქმა მმართველებმა ორბანის გზიდან ჩამოცილება. ამოცანის წარმატებით განხორციელების შემდეგ კი დადასტურდა, რომ გლობალური ომის პარტია თავისი მიზნების განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს. ამ რეალობის გათვალისწინებით, ახლა ფილოსოფოსი გაზრდილ რისკებზე მიანიშნებს, რომლის წინაშეც თბილისი აღმოჩნდა.
ზაზა შათირიშვილი დეტალურად განიხილავს ქართულ რეალობას, სადაც ამომრჩევლის დაკვეთა "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი პარტიების აკრძალვაა. ფილოსოფის განმარტებით, მართალია ამ კუთხით სამართლებრივი პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ეს რეალობას არ შეცვლის. შათირიშვილის განცხადებით, მართალია საფრთხეები ქართველ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, თუმცა დღეს მეტი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, ვინაიდან, მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველზე "დიფ სთეითი" რებრენდირებული პარტიების მეშვეობით გაძლიერებული ძალისხმევით შეეცდება ეროვნული ძალის მმართველობიდან ჩამოცილებას.
წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევის ფონზე, გარე ძალებს ქვეყნების სათავეში მარიონეტული ხელისუფლებების მოყვანა რომ უნდათ, ეს თვალსაჩინოა პარლამენტის თავმჯდომარისთვისაც.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ჩრდილოვანი მმართველები ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებას ცდილობენ, ამაში კი მათ სუვერენული ხელისუფლება მხოლოდ ხელს უშლის.
ფილოსოფოსის წერილის შეფასებისგან თავს იკავებენ - ოპოზიციურ სპექტრში. გახარიას პარტიაში მიიჩნევენ, რომ "დიფ სთეითი" პრობლემას წარმოადგენს, თუმცა არარელევანტურია საქართველოს რეალობისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ გარე ძალები აქტიურად ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. მმართველი გუნდის განცხადებით, ამის ერთადერთი მიზანი ქვეყნის სტაბილურობის რღვევა და "დიფ სთეითის" მიერ მართული პირების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სხვადასხვა ფორმით არეულობის მოწყობაა.
ზაზა შათირიშვილმა ვრცელი წერილი დღეს გამოაქვეყნა. ფილოსოფოსმა დეტალურად ისაუბრა "დიფ სთეითის" შესაძლო გეგმებსა და მიზნებზე, რომელიც საქართველოში ხელისუფლის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვლას მოიაზრებს.