ნეიტრალიტეტი თუ ინტეგრაცია? - დღეს, 22:00 საათზე, "რუსთავი 2-ზე" დებატებია - საჯარო დისკუსიის ფორმატში, ერთმანეთის პირისპირ იქნებიან მმართველი გუნდისა და "ნეიტრალური საქართველოს" წევრები.
გადაცემის სტუმრები იქნებიან ლევან მაჭავარიანი, გიორგი ზურაბაშვილი, ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი და ლევან ნიკოლეიშვილი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე იმართება საჯარო დისკუსია. მადლობა ხელისუფლებას, რომ დათანხმდა ამ ინიციატივას.
ვხედავთ, სამყარო იცვლება, "ქართული ოცნების" საგარეო პრიორიტეტები კი წარსულში რჩება. გვექნება ძალიან მკაფიო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს, 2026 წელს, აღარ არის საკმარისი მხოლოდ ევრო-ბიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა, რომ საბოლოოდ გამოვიდეთ ევრო ილუზიიდან, დავასრულოთ ეს 35-წლიანი ილუზია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დააზიანა", - აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელმა მდივანი ვატო შაქარაშვილი.