საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთში სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს: "მთავარია წარმატებული იყოს, ვაკვირდებით რომ ბოლო 5 წელში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში, რადგან სამწუხაროდ, წინა პერიოდში ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება, ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე "
"როგორც ჩანს მისი პარტია იქნება გამარჯვებული და მას ექნება ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების საშუალება. ჩვენთვის ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს და იმედია, რომ ასეც მოხდება", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება რუმენ რადევის პრორუსულობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებსაც.
"ვინც ერთ რამეშიც არ ეთანხმება ბრიუსელს, ყველა პრორუსია, ასე შერაცხეს ტრამპი პრორუსად, "ქართული ოცნება" პრორუსად - ყველა, ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა. ეს არის პროპაგანდისტული ხერხი, სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული, როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმუშაონ", - განაცხადა პაპუაშვილმა.