სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კონკრეტული გრაფიკისა და მისამართების შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, ქვიშხეთის, არბოს და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ჭონქაძის, გერგეთის, გიგა ლორთქიფანიძის, ასათიანის, შხეფის, გალაკტიონ ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ზაალ დუმბაძის, ავთანდილის, შინდისის, ამაღლების, მესხის, ოქროყანის, წავკისის, რამაზ დავითაშვილის, დადიანის, მაჩაბელის, პუშკინის და სავანელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, ორბელიანის, ბესიკის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ლესია უკრაინკას, შევჩენკოს, გრიბოედოვის, ზურაბ ჟვანიას, ძმები ზუბალაშვილების და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.