18 ივნისი 2026,   20:34
ვრცლად
ვატიკანში დაცული არქივი ქართველი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა - საუბარია "პროპაგანდა ფიდეს" არქივზე, სადაც საუკუნეების წინანდელი ქართული ხელნაწერები ინახება

ვატიკანი - "პროპაგანდა ფიდეს" არქივის კარი ქართველი მეცნიერებისთვის ღიაა. საუკუნეების წინანდელი ქართული ხელნაწერები იმ არქივში ინახება, სადაც მოხვედრა წლების წინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ.

ქართველი მეცნიერების მუშაობა აქ 3 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად შეისწავლეს დღემდე გამოუქვეყნებელი წყაროები, შემდეგ გამოაქვეყნეს, ზოგი აღადგინეს.

"პროპაგანდა ფიდეს" არქივი მე-17 საუკუნეში შეიქმნა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კათოლიკე მისიონერთა მიერ შეგროვებულ მასალებს ინახავს. მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეების ჩანაწერები ძირითადად ლათინურ ენაზეა დაწერილი.

არქივებში დაცული მასალა უნიკალური და მრავალფეროვანია. ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი. ბოლო პერიოდში 40-ზე მეტი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოვლინდა.

ქართულ-ევროპულ ისტორიულ ურთიერთობებს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები სწავლობენ. შესწავლილი ხელნაწერები ტომებად გამოიცემა და ის ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის.

საქართველოსა და ევროპის მრავალსაუკუნოვან კავშირს ვატიკანში აღმოჩენილი ისტორიული წყაროები შეავსებს. მისი შესწავლით ისტორიის კიდევ ბევრი ახალი ფურცელი გადაიშლება.

დღის ამბები