18 ივნისი 2026,   14:33
ვრცლად
აშშ და ირანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოლოდინში - თუ შეხვედრა შედგება, შუამავლის როლს კვლავ პაკისტანი მოირგებს

ამერიკა და ირანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოლოდინში - თუ შეხვედრა შედგება, შუამავლის როლს კვლავ პაკისტანი მოირგებს. შეთანხმების შემთხვევაში არ გამოირიცხება, რომ პროცესში პირადად ჩაერთოს და ისლამაბადში ჩავიდეს დონალდ ტრამპიც, რაც მოლაპარაკებებს დამატებით პოლიტიკურ წონას შესძენს.

შეძლებს თუ არა დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის დასრულებას? სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილია, რაც პირდაპირ ისახება გლობალურ ბაზარზე, ნავთობზე ფასები ისევ იზრდება. ჰორმუზის ბლოკადის გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად იგრძნობა.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს შეთანხმება თუ დაპირისპირების ახალი ეტაპი, არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზეც პირდაპირ აისახება.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია

დღის ამბები