07 აგვისტო 2026,   10:49
ვრცლად
70 სართული, ბიზნესისა და ტურიზმის ერთიანი ჰაბი და თბილისის ახალი სიმბოლო - საქართველოს დედაქალაქში Trump Tower-ი აშენდება

70 სართული, ბიზნესისა და ტურიზმის ერთიანი ჰაბი და თბილისის ახალი სიმბოლო - საქართველოს დედაქალაქში "ტრამპ თაუერი" აშენდება. საქართველო ევროპის რეგიონში მეორე და მსოფლიოში მეცამეტე ქვეყანა ხდება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გლობალური ქსელის ცათამბჯენი აშენდება. პროექტის შესახებ ინფორმაცია გუშინ ამერიკულმა The Wall Street Journal-მა გაავრცელა.

ქვეყანა, რომელიც სულ უფრო ხშირად ხვდება ინვესტიციების გლობალურ რუკაზე და ქალაქი, რომელიც ამ საინვესტიციო ინტერესს უკვე კონკრეტულ პროექტებად აქცევს. 

Trump Tower-ი თბილისში - ეს არ არის მხოლოდ ფეშენებელური ცათამბჯენი, ეს არის სიგნალი, რომ საქართველო აღიქმება როგორც პერსპექტიული და სანდო მიმართულება დიდი კაპიტალისთვის.

ეს იქნება ტრამპის ბრენდის პირველი პროექტი რეგიონში, რომელიც ამერიკული უძრავი ქონების ბიზნეს გიგანტ "საპირთან", კომპანიებთან "არქი", "ბიოგრაფი ლივინგი" და "ფინვესტ ჯორჯია" პარტნიორობით განხორციელდება. მასშტაბური პროექტი, რომელიც მაღალი კლასის რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. პროექტის დიზაინზე მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანია "გენსლერი" მუშაობს.

საქართველო ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ფიგურირებს, როგორც ახალი ეკონომიკური ჰაბი - ადგილი, რომელიც აკავშირებს რეგიონებს, იზიდავს ინვესტიციებს და აერთიანებს კულტურასა და განვითარებას.

დღის ამბები