07 აგვისტო 2026,   08:18
ვრცლად
ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა - საქართველოს ნაკრებმა კი, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ტარდება, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა. ის ევროპის ჩემპიონი უკვე მესამედ გახდა და საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქრო მოუტანა.

ჯამში, საქართველოს ნაკრებმა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი მოიპოვა: ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედლები მოპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

დღის ამბები