პოლიტიკური დღის წესრიგის გადანაცვლება - გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტია ძლიერდება. აპრილში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყველაზე პოპულარული პარტია ქვეყანაში "ალტერნატივა გერმანიისთვის" არის. მიგრაციის კრიზისი, ეკონომიკური გაურკვევლობა და პოლიტიკური ელიტის მიმართ ნდობის შემცირება - ეს ის ფაქტორებია, რაც მოქმედი ფედერალური მთავრობის უკმაყოფილებას იწვევს.
გამოკითხვის მიხედვით, თუ მარტის ბოლოს მთავრობის მუშაობას დადებითად 34% აფასებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს. კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას, უახლოეს კვირას ბუნდესტაგში არჩევნები რომ ჩატარდეს?" გამოკითხულთა 26%-მა განაცხადა, რომ მხარს "ალტერნატივა გერმანიისთვის" დაუჭერდა. იზრდება გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კრიტიკაც. მის საქმიანობას გამოკითხულთა 65% ნეგატიურად აფასებს.
შედეგები შეაფასა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, კარლ ლუდორფ კორტემ.
"მმართველი კოალიცია სისტემატურად წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც "ცვეთად საზოგადოებას", რასაც ამომრჩეველი მიჰყავს გადაწყვეტილებამდე, ზურგი აქციოს კოალიციას. ეს, რეალურად, არის უდიდესი იმედგაცრუების მომტანი იმ პარტიის მიმართ, რომელიც ქვეყანაში მმართველ ძალად აღიქმება. ამიტომ შედეგებით, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, კოალიცია აღიქმება არა როგორც ძალა, რომელიც მუშაობას განაგრძობს კომპრომისების მისაღწევად და ცხოვრების გასაუმჯობესებლად, არამედ როგორც პოლიტიკურ ძალად, რომელიც მილევად რეჟიმშია. ამომრჩეველს ყოფითი თემები აინტერესებს - მაგალითად, რა ხდება საკვებთან, საცხოვრებელთან, საწვავთან დაკავშირებით. ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ სახელმწიფო მათგან დისტანცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები პირდაპირ არიან ამომრჩევლებზე დამოკიდებული, როგორც გადასახადის გადამხდელებზე," - აცხადებს კარლ ლუდორფ კორტე.