18 ივნისი 2026,   18:09
ვრცლად
კიევში, შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა - არის მსხვერპლი

კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა. კაცი გოლოსეევსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტშიც შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

"უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ახლახან განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. გარემოებები დგინდება. ამჟამად დადასტურებულია 5 ადამიანის დაღუპვა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს", - წერს ზელენსკი.

მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ დაშავებულია 10 ადამიანი. ათივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"დავავალე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს და უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დადასტურებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ", - წერს ზელენსკი.

სამართალდამცველებმა 4 მძევლის გადარჩენა შეძლეს. 

დღის ამბები