18 ივნისი 2026,   14:36
ვრცლად
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათთან ვსაუბრობთ და მკაცრ პოზიციას ვიკავებთ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანს ვაშინგტონის შანტაჟის უფლებას არ მისცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები ირანთან საუბარს აგრძელებს, ამავდროულად მკაცრ პოზიციას იკავებს.

"ირანთან ძალიან კარგი საუბრები მიმდინარეობს. ისინი "ცოტა საყვარლები" გახდნენ, როგორც ამას 47 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. მათ სურდათ სრუტის ხელახლა დაკეტვა, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ და მკაცრ პოზიციას ვიკავებთ", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები