"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება. დღეს კონფერენცია შეკვეთილში გაიმართა, სადაც გურიის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტუალური საკითხები განიხილეს.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში შედგა. დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია აქტიური კომუნიკაცია თანატოლებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში.
ღონისძიებას დღეს ცოტნე ივანიშვილი დაესწრო, შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.