18 ივნისი 2026,   17:12
ვრცლად
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ტანკერს ცეცხლი გაუხსნა

ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ტანკერს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ირანის უზენაესი ლიდერის მიერ შემდგომ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ირანის საზღვაო ფლოტი მზადაა, მტერს "მწარე მარცხი“ მიაყენოს.

პარალელურად, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, თეირანის სამხედრო-საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს რადიოშეტყობინებებს უგზავნიან და აფრთხილებენ, რომ სრუტე კვლავ დახურულია.

მანამდე, ირანის გაერთიანებულმა სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტის განმეორებით ჩაკეტვასა შეზღუდვების ამოქმედებაზე განაცხადეს და აღნიშნეს, რომ სრუტე ჩაკეტილი იქამდე დარჩება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები ირანული გემებისთვის ნავიგაციის თავისუფლებას სრულად არ აღადგენს.

დღის ამბები