18 ივნისი 2026,   18:08
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის პორტების ბლოკადის დაწყების შემდეგ, უკან 23 გემი გააბრუნეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის პორტების ბლოკადის დაწყებიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა 23 გემი უკან გააბრუნა.

"13 აპრილიდან, ბლოკადის დაწყებიდან მოყოლებული, 23 გემმა შეასრულა აშშ-ის ძალების ბრძანება უკან დაბრუნების შესახებ", - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

განახლება ქაოტური 24-საათიანი პერიოდის შემდეგ გავრცელდა, რომლის განმავლობაშიც თეირანმა ჯერ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა, შემდეგ კი, ფაქტობრივად, ის ისევ დახურა.

CNN-ის ინფორმაციით, ირანის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების მოკლე პერიოდში, ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, 9 გემმა გაიარა.

დღის ამბები