თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ლუკა მაისურაძემ (90კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში, ქართველმა სპორტსმენმა სერბეთის ნაკრების წევრი, ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.