20 ივნისი 2026,   13:38
ვრცლად
ოდესას ოლქში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

უკრაინაში, ოდესას ოლქში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და ავტობუსები. იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

პარალელურად, რუსეთში, სამარას ოლქში, უკრაინული დრონებით საპასუხო თავდასხმის შედეგად, დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები