09 აგვისტო 2026,   14:25
ვრცლად
"ეს შეხვედრები არა მხოლოდ იმისთვისაა, რომ ადგილობრივად პრობლემები მოგვარდეს, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი არის ის, რომ უფრო მეტი დისკუსია, აზრების გაცვლა იყოს ახალგაზრდებს შორის" - ვარლამ ლიპარტელიანი

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება. დღეს კონფერენცია შეკვეთილში გაიმართა, სადაც გურიის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტუალური საკითხები განიხილეს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში შედგა. დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტებიც. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია აქტიური კომუნიკაცია თანატოლებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში.

"ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე, მათ ხედვებზე, თუ როგორ ხედავენ სამომავლოდ მათი კუთხის, მათი ქალაქის განვითარებას. იყო პრობლემებზე საუბარი, ღიად ისაუბრეს ამ ყველაფერზე. იყო ევროინტეგრაციასთან მიმართებაში საუბარი, თუ როგორ ესახება ჩვენს ხელისუფლებას ამ გზის გავლა. ასევე იყო პოლარიზაციაზე საუბარი, ასევე ადგილობრივად პრობლემურ სკოლებთან მიმართებაში. საკმაოდ ხანგრძლივი და კარგი შეხვედრა გამოვიდა. მე ერთს ვიტყოდი, რომ ეს შეხვედრები არა მხოლოდ იმისთვისაა რომ ადგილობრივად პრობლემები მოგვარდეს, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ უფრო მეტი დისკუსია, უფრო მეტი აზრების გაცვლა იყოს ახალგაზრდებს შორის," - აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

ღონისძიებას დღეს ცოტნე ივანიშვილი დაესწრო, შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

 

ავტორი: ია გოლიაძე

 

 

 

დღის ამბები