07 აგვისტო 2026,   12:35
ვრცლად
"გურიაში ნამდვილად დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდული, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას" - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება. ამ წუთებში კონფერენცია შეკვეთილში მიმდინარეობს, სადაც გურიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. აქვე, იგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტებიც.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია აქტიური კომუნიკაცია თანატოლებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში. ღონისძიებას დღეს ესწრება ცოტნე ივანიშვილი, შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

"დღეს ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ გავაჟღერო ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე, დავანახო ის, თუ როგორ ვარ ჩართული ჩემს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა აქტივობებში, ასევე ძალიან კარგია მსგავსი შეხვედრები იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა უფრო მეტი რამ გაიგონ, გაიგონ ის, თუ რა აქტივობები ტარდება, რა ღონისძიებები ტარდება, როგორ ხელშეწყობა აქვთ ახალგაზრდულ განვითარებას," - აღნიშნა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ნიკა ბერიძემ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილი ამბობს რომ გურიაში დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდული, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

"გურიაში ნამდვილად დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდული, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. მათ შორის, ოზურგეთში გახლავთ "ჯიტას ტექნოპარკი", ასევე ბახმაროში არის დაგეგმილი ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკი. დღევანდელი შეხვედრა სწორედ იგივე სულისკვეთების გაგრძელება იქნება, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოსმენილი იდეები უკვე გადავა სამუშაო რეჟიმში," - ამბობს მარიამ გრიგოლიშვილი.

 

 ავტორი: ია გოლიაძე

დღის ამბები