"ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას", - ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი სოციალურ ქსელში წერს.
"მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა.
ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას", - წერს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.