საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო. პრემიერს ჰქონდა სიტყვით გამოსვლა.
როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, ეუთოს გენმდივანთან შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ძალიან საინტერესო დისკუსია ჰქონდათ თანამშრომლობაზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
პრემიერის განმარტებით, დღეს ასევე გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, სადაც ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
"ეუთოს გენმდივანთან შეხვედრა უკვე გაიმართა. საუბარი გვქონდა ეუთოსთან ჩვენს თანამშრომლობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გვქონდა საინტერესო დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დღეს, ასევე გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან. აქ ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.