იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, უძრავი ქონების რეესტრის უსაფრთხოებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და პროფესიული სტანდარტების განვითარებაზე.