18 ივნისი 2026,   17:19
ვრცლად
ირანს სურს შეთანხმების დადება და ჩვენ მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, აუცილებელია, რომ ბირთვული იარაღი არ ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - ტრამპი 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება მალე დაიდება და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანს არ შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

"ირანს სურს შეთანხმების დადება და ჩვენ მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. აუცილებელია, რომ ბირთვული იარაღი არ ჰქონდეთ... ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ისინი მზად არიან დღეს გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ორი თვის წინ არ სურდათ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ტრამპმა ოპტიმისტურად შეაფასა მოლაპარაკებების მიმდინარეობა და აღნიშნა: "ძალიან კარგად გამოიყურება, რომ ჩვენ ვაპირებთ ირანთან შეთანხმების დადებას და ეს კარგი შეთანხმება იქნება. ეს იქნება შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე".

ტრამპმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ირანი დათანხმდა ბირთვული იარაღის არქონას. მან ასევე განაცხადა, რომ თეირანი "დათანხმდა დაგვიბრუნოს ის ბირთვული მასალა, რომელიც მიწის სიღრმეშია, ჩვენი B2 ბომბდამშენების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, გამდიდრებულ ურანს გულისხმობს. ასე რომ, ირანთან ბევრი საკითხი უკვე შეთანხმებულია". 

ტრამპმა თქვა, რომ შემდეგი პირისპირ მოლაპარაკებები "ალბათ" შაბათ-კვირას გაიმართება.

დღის ამბები