14 აგვისტო 2026,   03:02
ვრცლად
დეზინფორმაციული კამპანია ობსერვატორიის წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად აბასთუმანში

სწორედ ახალი აღმოჩენების და მეცნიერების განვითარებისთვის მიმართეს აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებმა თხოვნით საქართველოს მთავრობას. დადგენილების მიხედვით, ობსერვატორიის თავზე ფრენისთვის შეზღუდული ზონა ჩნდება, რომელიც მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებს ეხება. მიზანი მეცნიერების ხელშეწყობა, მიზეზი კი - თვითმფრინავების გამონაბოლქვია. მეცნიერებმა დეტალები დღეს კურიერთანაც განმარტეს. თქვეს, რომ თვითმფრინავების გამონაბოლქვის გამო დაკვირვებებს, განსაკუთრებით კი სპექტრულ ანალიზებს სრულყოფილად ვერ აწარმოებენ, ამიტომ ობსერვატორიის თავზე ფრენების დაკორექტირება აუცილებელი იყო, რასაც საერთაშორისო ასტრონომიული კავშირიც ადასტურებს.

საჰაერო ნავიგაციის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება აბასთუმნის ობსერვატორიას შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი არანაირ ზიანს არ მოუტანს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კი "კურიერთან" საუბრისას განმარტა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ეკონომიკური კუთხით რისკებს არ შეიცავს. მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმნის თემის დაზიანება - ამ სიტყვებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა. რატი იონათამიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ, რომ საჰაერო გზის კორექტირება მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე მოხდა, რომლებიც ობსერვატორიიდან დაკვირვებებს აწარმოებენ. მეცნიერების განცხადებების მიუხედავად , ოპოზიცია მაინც ამტკიცებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას მეცნიერებასთან კავშირი არ აქვს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ რომ ოპონენტები აბასთუმნის პროექტის და ბიძინა ივანიშვილის სახელის დასაზიანებლად დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ. თუმცა, სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო აბასთუმანი და როგორ აქცია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ის საკუთარი სახსრებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და უნიკალურ ადგილად. "საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესების" შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 9 თებერვალს გამოსცა, ძალაში კი დღეს შევიდა. შედეგად, აბასთუმნის ობსერვატორიაში მეცნიერული დაკვირვებები შეუფერხებლად სწორედ დღეიდან წარიმართება.

დღის ამბები