აშშ-ს ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი იმ ქვეყნებს მიმართავს, რომლებიც უარს ამბობენ ირანის წინააღმდეგ ამერიკის მხარდაჭერაზე:
"თქვენ ვერ იცხოვრებთ სამუდამოდ ისეთ სამყაროში, სადაც მუდმივად მხოლოდ ამერიკის იმედად ხართ, რომ ის შეასრულებს მთელ მძიმე სამუშაოს.
ირანმა შეიძლება ბირთვული ბომბი მოიპოვოს - ვინ აპირებს ამაზე რამის გაკეთებას? ამერიკა და მხოლოდ ამერიკა".
ჰეგსეტის განცხადებით, ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებსაც უნდა შეეძლოთ საზღვაო გზების დაცვა და ამის საშუალება მხოლოდ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს არ უნდა ჰქონდეს.
სხვა მოკავშირეები ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ - აცხადებს ჰეგსეტი.
"სხვა მოკავშირეებმა ინვესტიცია საკუთარ შესაძლებლობებში უნდა ჩადონ, რათა შეძლონ ძალის დემონსტრირება და ისეთი ელემენტარული დავალებების შესრულება, როგორიც სრუტის გაწმენდაა. ასე რომ, ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა ამის ნახვა, თუკი ეს ოდესმე რეალობად იქცევა".