18 ივნისი 2026,   16:45
ვრცლად
მზად ვართ მოქმედებისთვის ჩვენი პრეზიდენტის ბრძანებისა და ღილაკზე თითის დაჭერისთანავე - პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ირანის სამხედრო ხელმძღვანელობას მიმართა,

პიტ ჰეგსეტი აღნიშნავს, რომ აშშ მზადაა მოქმედებისთვის, თუმცა ურჩევნიათ ამის გაკეთება არ მოუწიოთ:

"ჩვენ გითვალთვალებთ. ჩვენი შესაძლებლობები არ არის თანაბარი - ჩვენი სამხედრო ძალა და თქვენი ერთმანეთისგან განსხვავდება. დაიმახსოვრეთ, ეს არ არის თანაბარი ბრძოლა.

ჩვენ ვიცით, რა სამხედრო რესურსებს გადააადგილებთ და სად გადაგაქვთ ისინი. მაშინ, როდესაც თქვენ დაბომბილი და განადგურებული ობიექტების ნანგრევებიდან ამოდიხართ - ჩვენ მხოლოდ ვძლიერდებით...

ჩვენი სამიზნეები აღებულია თქვენს კრიტიკულ ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურაზე, თქვენს დარჩენილ ელექტროენერგიის გენერაციასა და ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე.

ჩვენ გვირჩევნია, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწიოს, თუმცა მზად ვართ მოქმედებისთვის ჩვენი პრეზიდენტის ბრძანებისა და ღილაკზე თითის დაჭერისთანავე" - აცხადებს პიტ ჰეგსეტი ტრადიციულ მიმართვაში.

დღის ამბები